June 9, 2025

დეკემბერი 19 2019

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების უარი, ჩავიდნენ მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აღლუმზე, ეს იქნება შეცდომა.


დეკემბერი 19 2019

ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ,


დეკემბერი 18 2019

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგება მოხდება.



"15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება," - აღნიშნა ჯაღმაიძემ.



მოზარდმა სავარაუდოდ სამართალდამცავების ზეწოლის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, რომელიც საავადმყოფოში გუშინ დაიღუპა.



აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ რადგან მოზარდმა სუიციდი გადაწყვიტა მართლმადიდებლური ეკლესია წესს არ აუგებდა.


დეკემბერი 18 2019

საზოგადოებრივი მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მდუმარე პერფორმანსი გამართეს. მათ უწყების შენობის წინ სკოლის მერხი და სკამი მიიტანეს.


დეკემბერი 18 2019

კონტროლზე აგვყავს ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას.

ტეგები:

დეკემბერი 18 2019

ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ აღარ აინთება, მიზეზი 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა.

 

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.


დეკემბერი 18 2019

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


დეკემბერი 18 2019

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მწვანე სკოლას ლიცენზია უნდა შეუჩერდეს დაუყოვნებლივ !!!

 

სკოლამ, რომელმაც მოზარდის წარწერა იპოვა, სადაც აშკარად იკითხებოდა რომ მოზარდს დიდი პრობლემა აქვს, პრობლემა აქვს ცხოვრებასთან, იმის ნაცვლად რომ მშობლებისთვის შეეტყობინებია და ბავშვისთვის სითბო და თანაგრძნობა გამოეხატა, პოლიცია გამოიძახა.

 

ამ სკოლას დაუყოვნებლივ ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და დირექცია პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო," - წერს ჯონდი ბაღათურია.


დეკემბერი 18 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:


დეკემბერი 18 2019

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის გიორგი კეკელიძის სიმართლე 15 წლის ლუკაზე ყველამ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა წავიკითხოთ:


გვერდი 1202 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.