აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ
დღეიდან აზერბაიჯანში მოქალაქეებს შინიდან გასვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გატარებული ზომების ფარგლებში მიიღო.
საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების დროს, სავაჭრო და საჯარო მომსახურების მიღების მიზნით შესაბამის ობიექტებში ვიზიტისას, ნაგვის გადაყრის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასრულებს იმ ორგანიზაციის დავალებას, რომელიც სპეციალური რეჟიმის ფარგლებში ოპერირებს.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 273 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 26-ია.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
