June 9, 2025

ნოემბერი 12 2019

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას – "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy). პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) მიერ.


ნოემბერი 12 2019

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.


ნოემბერი 11 2019

13 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ არქივში გაიხსნება გამოფენა ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’.


ნოემბერი 11 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,


ნოემბერი 11 2019

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სიტუაციის გამწვავება სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება, რაც მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ევროკავშირი ყველა შესაბამის აქტორს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯის ან განცხადებისგან, რამაც შეიძლება ვითარება გაამწვავოს. ამის ნაცვლად, ინტენსიურად უნდა იქნას გამოყენებული ინციდენტების თავიდან აცილებისა და გამოსავლის მოძებნის მექანიზმები, ისეთი, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ერგნეთში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ამის გარდა, სექტემბრის დასაწყისში დახურული გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას შეფერხების გარეშე. ეს ყველაფერი წარმოადგენს საუკეთესო გზას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმოადგენლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების სტაბილიზაციისათვის.

 

განცხადების მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხრიდან ევროკავშირის მისიის მუშაობის შეჩერებისა და მანდატის შეზღუდვის მცდელობები სავალალოა და უნდა შეწყდეს.

 

„ევროკავშირი ბოლომდე ერთგულია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხისადმი და კიდევ ერთხელ გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ნოემბერი 11 2019

27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი. ეს გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

 

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

 

ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

 

27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.


ნოემბერი 10 2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით იუსტიციის მინისტრს მიმართავს.


ნოემბერი 10 2019

"ბიძინა, როდესაც შენ ჩემთან სახლში რაღაც წინადადებით და სათხოვარით მოხვედი და ეს შეთანხმება შედგა...", - ლევან ვასაძემ ვერის ბაღში რადიკალური ჯგუფის წევრებს მიმართა, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა.


ნოემბერი 09 2019

სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო! – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი იუწყება.


ნოემბერი 09 2019

ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ მოვლენებს, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა. თალაკვაძის თქმით, ყველას აქვს უფლება ხელოვნებაში საკუთარი თავი სურვილისამებრ გამოხატოს.


გვერდი 1215 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.