დაცარიელებული ქუჩები, ბაზარი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - როგორ გამოიყურება ქუთაისი დღეს


2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის ხუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქლაქ უხანში (19 მილიონი მოსახლეობით)  უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი ახალი კორონავირუსი გახდა, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.


მას შემდეგ კორონავირუსი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში გავრცელდა. ჩაკეტეს საზღვრები, გამოაცხადეს სგანგებო მდგომარეობა და საკუთარი ძალებით ებრძვიან ვირუსს.


დღეს, დილით კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 


მისი თქმით, საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 27 დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან. ამასთან, გამყრელიძის თქმით, დღეს საქართველოში უკე დაფიქსირდა ე.წ. მესამეული გადაცემა. 


საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომები მიიღო. შეწყდა საგანმანათლებლოპროცესი, სამთავრობო უწყებები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად პრემიერ-მინისტრი ჯერჯერობით საჭიროდ არ თვლის, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

რა ხდება  ქალაქ ქუთაისში?


დაცარიელებულია  ქუთაისის ქუჩები, ბაზარი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. მოსახლეობა გარეთ გამოსვლას ერიდება.


FirstNews.ge ქუთაისის ცენტრში არსებულ აგრარულ ბაზარს ესტუმრა. ბაზარში თითქმის სიცარიელე დაგვხვდა, ხალხის რაოდენობა ძალიან შემცირებულია. აქვე გავესაუბრეთ გამყიდველებს. ერთ-ერთი ჩვენთან საუბარში აცხადებს:  


"ვერ მოგატყუებ შვილო ვერც პირბადეს შევეგუე და ვერც ხელთათმანით შევძელი მუშაობა.  შიშით კი მეშინია, მაგრამ ვცდილობ პანიკას არ ავყვე. სამი დღეა ძალიან იკლო ხალხის რაოდრნობამ, არ შემოდიან ბაზარში. ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო ესაა. ყოველდღიურ პურის ფულს ასე ვშოულობთ,  რომ საჭმელი მივიტანო ოჯახში და  ბანკის გადასახედებს მივხედო. ბაზარი რომ დაიკეტოს როგორ უნდა ვიარსებოთ."



ქუთაისიში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული ბერძნული მაღაზიის მეპატრონე: 


"5 დღეა ხალხის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. აი, გახედეთ ქუჩები როგორი დაცარიელებულია, ეშინიათ და პანიკაშია ხალხი. მეც კი მეშინია,თუმცა შეძლებისდაგვარად ჰიგიენის ნორმებს ვიცავ. ინფორმაციას როგორც ტელევიზიიდან, ასევე ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებიდან  ვიღებ. ვითვალისწინებ ამირან გამყრელიძის რეკომენდაციებს. ღმერთად მოგვევლინა ეს ადამიანი, მისი ყველა სიტყვის მჯერა და ვენდობი. ასევე,  შვილი მყავს საბერძნეთში. ყოველ საღამოს ვეკონტაქტები, მაძლევს რჩევებს და ასე ვამხნევებთ ერთმანეთს.


შიშის ფაქტორი მაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ პანიკაში არ ვიყო, თან ფულთან მაქვს ყოველ წუთს შეხება, ძალიან ვფრთხილობ და ვიცავ მაქსიმალურად ჰიგიენის ნორმებს, ვიბან საპნით ხელებს, ვისპირტავ, ვიყენებ პირბადეს. იმედია მალე დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს."

 

d4698358 1009904702877335552 n

FirstNews.ge ქუჩაში რიგით გამვლელსაც გაესაუბრა:  


"წყალტუბოს სასტუმროში, კარანტინში ამდენი ადამიანი რომ განათავსეს, ამან პანიკაში ჩაგვაგდო.  ნახეთ თუ რა მდგომარეობაშია ქუთაისის ტრანსპორტი, ვინ იცავს ნორმებს და ვინ ითვალისწინებს, - საკითხავია. ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ გადაადგილდებით კორონავირუსი კი არა რა აღარ შეგეყრებათ.


რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა დავიცვათ და დავემორჩილოთ იმ წესებს, რაც არის რეკომენდირებული.  ვუსმენთ და ვენდობით ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს,“ -აცხადებს  ქუთაისის მკვიდრი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში სიტუაცია დასტაბილურდა, დახურეს დროებითი საავადმყოფოები, სადაც ვირუსით ინფიცირებულლებს მკურნალობდნენ. დაინფიცირებული პაციენტების 70 % გამოჯანმრთელდა. 


რთული ვითარებაა იტალიაში, დაცარიელებულია ყველა ტურისტული ქალაქი და ადგილები. ქვეყანამ 3 აპრილამდე კარანტინი გამოაცხადა. 

 

ვირუსი გავრცელებულია ევროპის სხვა ქვეყნებშიც: საბრძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ. ( სრული ჩამონათვალი იხილეთ - https://stopcov.ge/)


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 145 682-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი - 5 436, გამოჯანმრთელებულთა კი - 72 532-ია.

 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვირუსით 67 713 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან 91 პროცენტის (61 631) ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, პაციენტების 9 პროცენტი (6 082) კი - მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

წაკითხვა 804 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.