აგვისტო 20 2024

ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან, გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


აგვისტო 19 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6891 ლარი ეღირება, ევრო – 2.9677 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4848 ლარი.


აგვისტო 19 2024

ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


აგვისტო 19 2024

გიგი წერეთელი ამბობდა, გამარჯვების ფორმულა “ნაცმოძრაობა” ვერ იქნებაო და ახლა იმ ვაგონში შეხტა, რომელიც პარლამენტში შეიყვანს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.


აგვისტო 19 2024

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.


აგვისტო 19 2024

ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები -ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 19 2024

გამოქვეყნდა მეორე კვარტლის მონაცემები და უმუშევრობის დონე 3.1- პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 19 2024

2024 წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომლის შედეგებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალაუფლების ახალ განაწილებას განსაზღვრავს. სწორედ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ქართველი ამომრჩევლის თითქმის 90% ხმას სპეციალური ელექტრონული აპარატების დახმარებით მისცემს, დარჩენილი ნაწილი კი ტრადიციული მეთოდით.


აგვისტო 17 2024

კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


აგვისტო 17 2024

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ - დაგპირდით, რომ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უზრუნველ ცხოვრებას დავთმობდი თქვენთვის და მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, უსამართლო პატიმრობაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პლატფორმის ყრილობაზე საზოგადოებას წარუდგინა.


გვერდი 137 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.