მაისი 15 2024

ერთადერთი ომის პარტია მოსკოვშია, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მაისი 15 2024
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

მაისი 15 2024

გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს.


მაისი 14 2024

შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მაისი 14 2024

მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.


მაისი 14 2024

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.


მაისი 14 2024

ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ფარგლებში. კურსი განკუთვნილია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.


მაისი 14 2024

დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მაისი 14 2024

ჩეხეთის რადიო „უნივერსუმის“ (Radio Universum) მიერ გადაიცა აუდიო სიუჟეტი სათაურით „საქართველო: ახალი ფერადი რევოლუცია პირდაპირ ეთერში“ (ავტორი – ლადისლავ ვეტვიჩკა).


მაისი 14 2024

პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ["ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული.


გვერდი 182 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.