მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს - ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა - ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! - ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! - ეს მიმართვა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
სხდომაზე რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტები დეტალურად განიხილეს. 8 მუნიციპალიტეტმა შერჩევა-მოწონებაზე 40 586 590 ლარის ღირებულების 114 პროექტი წარადგინა, რომელიც 55 255 ბენეფიციარზეა გათვლილი.
არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.
რუსეთი მოლაპარაკებების პროცესისთვის ღიაა, მაგრამ ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენად არის მზად ამისთვის უკრაინული მხარე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! - სამარცხვინოა ეს საქციელი, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ ფარგლებში, საარჩევნო დარღვევებს „ქართულ ოცნებას“ არ „გაუტარებენ“.
“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ოცნების” მიერ ინიცირებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
“რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანი, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
