February 17, 2026

ივლისი 30 2024

მე ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ! ჩემთვის ჩემი საქართველოა მნიშვნელოვანი! - თქვენ ახლა მთხოვთ უკრაინაზე ვიფიქრო?! ეს ჩემი თემა არ არის! უკრაინას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს და მათ იფიქრონ, რა და როგორ! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას, „შედეგებიც ხომ მნიშვნელოვანია, 24 საათში რომ დასრულდება ომი, შედეგებზეც ხომ უნდა იფიქროთ თქვენც მათ შორის?“


ივლისი 30 2024

პარტნიორებთან ეს აგდებული დამოკიდებულება უნდა დასრულდეს - პატარა ბავშვები არიან, რომ მოგყავს და ატყუებ, რომ [9 ნაბიჯი] შესრულებულია? ან არ რცხვენია იმ საგარეო საქმეთა მინისტრს? - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.


ივლისი 29 2024

შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული.


ივლისი 29 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7143 ლარი ეღირება, ევრო – 2.9426 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4862 ლარი.


ივლისი 29 2024

ისედაც ვიცოდით და ვიცით, რომ უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი „ენჯეოების“ სახით, ემზადებიან არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


ივლისი 29 2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.


ივლისი 29 2024

ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი იმართება.


ივლისი 29 2024

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს და წარმომადგენლებს შეხვდა.


ივლისი 28 2024

ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ "ქართული ოცნების" ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 28 2024

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


გვერდი 178 სულ 1368
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.