მაისი 11 2024

ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საჭიროა მათთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი - პოზიციების დაახლოება და გამოსავლის პოვნა გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.


მაისი 11 2024

საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მაისი 10 2024

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ, ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ვიდეომიმართვისას განაცხადა.


მაისი 10 2024

რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას - მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ, ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, თუმცა ვერ იქნება მისაღები ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.


მაისი 09 2024

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.


მაისი 09 2024

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს.


მაისი 09 2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი.


მაისი 09 2024

ვხედავთ ძალადობას: ოპონენტების ცემა, დაშინება, დემონსტრაციების დარბევა, რეპრესიები და სხვა სასტიკი მეთოდები, ამას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.


მაისი 09 2024

დღეს, აქცია-პერფორმანსი "გზავნილი ქუთაისიდან" - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ქუთაისში, თეთრ ხიდზე, გაიმართა.


მაისი 09 2024

ჩვენ გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.


გვერდი 185 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.