February 17, 2026

ივლისი 28 2024

ერთიანობის ტურნეს ფარგლებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივები ყურადღებას უმუშევრობასა და სიღარიბეზე ამახვილებენ.


ივლისი 28 2024

შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.


ივლისი 28 2024

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი [ოპოზიციის] დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.



ივლისი 27 2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.


ივლისი 27 2024

სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


ივლისი 27 2024

რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.


ივლისი 27 2024

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ივლისი 27 2024

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 26 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7087 ლარი ეღირება, ევრო – 2.9406 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4864 ლარი.


გვერდი 179 სულ 1368
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.