არა ძალადობას. არა რუსეთს!საქართველოს გზა ევროპაშია! - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი Instagram-ზე წერს.
აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის არ გაიწვევენ.
საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
გულანთებული ახალგაზრდები დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მივმართავ მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ. მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები თბილისში წამოსვლამდე ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ.
83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.
გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
