მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო საუკუნო სიცოცხლე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6797 ლარი ეღირება, ევრო – 2.8777 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3636 ლარი.
ვიზიტის დათქმებით განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
გამჭვირვალობის კანონი ქართულია და საქართველოსთვისაა, ამერიკაში რატომ უნდა იყოს ამის განხილვა, თან დათქმით, შეჩერდეს კანონი. ზუსტად ეს არის ვასალური დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დერეკ შოლესთან საუბრისას არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.
Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გატეხა.
