გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
გეკითხებით, როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? ან შეძლებდა თუ არა ნებისმიერი თქვენგანი 900 ლარად გაეტანა თავი?! ივანიშვილის ჩინოვნიკები დღითიდღე მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ქალთა კვოტირება ხელს არ უწყობს და არც შეუწყობს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას, რადგან ისტორიულადაც ვიცით, რომ თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ქალი ყოველთვის წარმატებული იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
თავის დროზე, უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“, მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შატო ვარციხე და ფსიქო- სოციალური განვითარების ცენტრი- დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგაზაფხულო ფესტივალს "creative healing", რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას დაეთმობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6897 ლარი ეღირება, ევრო – 2.8998 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3920 ლარი.
კრემლი უარყოფს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის ინფორმაციას, რომ „ჰავანის სინდრომის“ დაავადების უკან რუსული სამხედრო დაზვერვა დგას.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ყოფილი გრუ - რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს) მთავარი დირექტორატის 29155 სამხედრო ნაწილის თანამშრომლები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ამერიკელ დიპლომატებზე, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებზე საიდუმლო იარაღით, რომელიც ე.წ. „ჰავანას სინდრომს“ იწვევს, - ამ დასკვნამდე მივიდნენ The Insider-ის, ამერიკული ტელეარხ CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეული გაზეთის, Der Spiegel-ის ჟურნალისტები, რომლებმაც ამ საკითხზე, დაახლოებით ერთწლიანი გამოძიება ჩაატარეს.
