„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვითაც გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
“დასავლეთი ფსონს ოპოზიციის ლიდერობაზე სალომე ზურაბიშვილზე დებს - ასეთი აღმა აქვს მმართველ გუნდს და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ბრიუსელში 6 პარტიის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის “ქართული ქარტიის” განმტკიცებაა.
ივლისი ღირებულებების გადაფასების დროა. აუცილებელია დაიტოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნივთები და გადააგდოთ წვრილმანები. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანებზეც. ზოგიერთი პრობლემა მნიშვნელობას დაკარგავს.
ვერძი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაიწყება მოლაპარაკებები აგრესორ ქვეყანასთან - რუსეთის ფედერაციასთან, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ შესაბამისი განცხადება კიევში, სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში სწორად აღნიშნა, რომ წარმატებები ფეხბურთში, წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირდაპირ გამოხატავს ქვეყნის განვითარების დონეს. რასაკვირველია, ეს შედეგები ვერ იქნებოდა მიღწეული თუ ქვეყანაში არ არის მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ ქვეყანაში არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.
დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რომ სადაც არ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის სიმშვიდე და იქ არის მშვიდობა. ეს არის ამ ყველაფრის კარგი მაგალითი. მეორე მხრივ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა", იქ არის უკულტურობა, უზრდელობა, უინტელექტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.
კონკრეტულად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და იგივე ადგილას ზუსტად, გუშინ და გუშინწინ, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს, არც მეტი არც ნაკლები, უბრალოდ ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში , - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
