საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილებასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას მართავს.
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1-ელ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტზე რეაგირების არქონა ორგანიზაციის სირცხვილია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის ეფუძნება მიუღებელ ცნებებს, როგორიცაა „მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან,“ – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დუმს - 25 მარტს “ნაციონალურმა მოძრაობის” წევრებმა ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს ის ხელმოწერები, რითაც ითხოვენ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა.
მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
