მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული "ტელეგრამ არხი" “112” ავრცელებს.
“წვრილი პარტიები არჩევნებში იმის რისკს ხედავენ, რომ პარლამენტში შესაძლოა მხოლოდ ენმ და “ქართული ოცნება” მოხვდნენ. ამ დრომდე გამოქვეყნებულ კვლევებშიც დიდწილად ბარიერს ორი პარტია ლახავს, თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეის პოლიტიკური მოცემულობით, დამატებით კიდევ ოთხი პარტიაა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პოტენციალი აქვთ, თუმცა, ეს წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ ჩინეთის განვითარების ინსტიტუტის CDI-ის ვიცე-პრეზიდენტთან კუ ჯიანთან, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების უფროს სპეციალისტთან მარია პია ანკორასთან და რეგიონული განვითარებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
სსაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7000 ლარი ეღირება, ევრო – 2.9214 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3974 ლარი.
,,იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე” იმსჯელეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ,,იმერეთის ტურიზმის კლუბის” მიერ შემუშავდა.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.
მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში - ვეცადოთ, ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა მოვიშოროთ და ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით შევცვალოთ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში შეხვედრა გაიმართა.
