ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ს მიიღებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრის (VTsIOM) ეგზიტპოლიზე დაყრდნიბით რუსული სახელმწიფო მედიაTASS-ი ავრცელებს.
17-19 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6999 ლარი გახდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო: ქუთაისის აეროპორტი როგორც „ჭიშკარი ევროპაში“ ათასობით მიგრანტისათვის“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, გერმანიაში თავშესაფრის მიღების ყველაზე მეტი მსურველი ქართველია. პროვინციაში მდებარე აეროპორტი საერთოევროპული მიგრაციის ცენტრი ხდება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
შეიძლება შენ თავს ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დაარქვა, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ - სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს, რაც “კულტურული ბოლშევიზმია”.
სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.
