დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული, ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6576 ლარი ეღირება, ევრო – 2.8949 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3884 ლარი.
საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.
შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გაუხსნა საქართველოს ევროპისკენ გზა და ამ პარტიის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.
გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.
ხელმოცარულებს ყველას ამბიცია აქვს, მათ რომ ჰკითხო, ყველა ნაპოლეონია და სიაზე ვერ შეთანხმდნენ, ყველა ახალ-ახალ პარტიას ქმნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.
