April 11, 2026

ოქტომბერი 12 2022

10 ოქტომბერი, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო. დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისმოდა. დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანი დაიღუპა.


ოქტომბერი 11 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მოსკოვს აშშ-ის მხრიდან სერიოზული წინადადებები არ მიუღია.


ოქტომბერი 11 2022

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა და მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.


ოქტომბერი 11 2022

ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს, რომ ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია 11 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმებია დაგმობილი.


ოქტომბერი 11 2022

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთის საქართველოს პირველი მხარდამჭერი და მთავარი პარტნიორია. როგორც ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ევალება, იმუშაოს და აჩვენოს ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანა არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად არის.


ოქტომბერი 10 2022

ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


ოქტომბერი 10 2022

რუს ტერორისტებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები და ხალხი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


ოქტომბერი 10 2022

შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 10 2022

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით დღეიდან 24 ოქტომბრამდე დაიკეტება,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახურში აცხადებენ.


ოქტომბერი 10 2022

კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა  „ცენზორ ნეტი“  უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.


გვერდი 542 სულ 1376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.