"ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი"
ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი.
„კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს დილით, თავდაცვის სამინიტროს წინადადებების და რუსეთის გენშტაბის გეგმის საფუძველზე, მაღალი სიზუსტის შორი მანძილის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბაზირების რაკეტებით განხორციელდა დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და კავშირგაბმულობაზე. თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბებით გათანაბრებული იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონესთან. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს“, – განაცხადა პუტინმა.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
