საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 218 724 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 196 220 გამოჯანმრთელდა, 2 313 კი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 747, PCR ტესტით – 6 908.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –5 969, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 542.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
