საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის, 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 221 605 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 203 547 გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. მძიმეა 1 009 პაციენტის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
