საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.
ქვეყანაში ბოლო-დღე ღამეში 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 211 727 გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 162 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 6 891 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საავადმყოფოში მოთავსებულთაგან მძიმე პაციენტია 1 004 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაშია 32 221 ადამიანი.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
