საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 419 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 695 გამოჯანმრთელდა, 2 694 კი, გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 15 492 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 084, PCR-ტესტით – 6 408.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 076, საიდანაც 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 4 436 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
