საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 265 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1 945, „პისიარ“ ტესტით – 3 320.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 224 189 გამოჯანმრთელდა, 2 728 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 508 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 867 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 762 პირი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
