კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 496 თბილისში, 187 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისში, 187 იმერეთში, 105 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 893 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა, აჭარა – 52, იმერეთი – 187, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 83, გურია – 33, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 757, აჭარაში – 322, იმერეთში – 740. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში – 360, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 9, იმერეთში – 29. 648 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 – თბილისში, 325 – აჭარაში, 30 – იმერეთში. 9 294 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 70, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 14 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 714 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264, იმერეთში – 2 756“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი