რჩება თუ არა ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსის გადამტანად
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ყველა ვაქცინას სიკვდილიანობა ნულამდე ჩამოჰყავს.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დასტურდება.
"ვაქცინირებული რომ გარდაცვლილიყო კოვიდით, ჯერ არცერთი კვლევით არ ფიქსირდება, აქ საუბარია ყველა ვაქცინაზე. მაგრამ ჯერჯერობით ღიად რჩება კითხვა, მე რომ ვარ ვაქცინირებული, ვიქნები თუ არა ამ ვირუსის გადამტანი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ვაქცინა გაკეთებული.
ოქსფორდის ჯგუფმა გამოაქვეყნა „ასრტა ზენეკაზე“ კვლევა, ძალიან დიდი ალბათობით, 76-პროცენტიანი სიზუსტით ნახეს რომ, ეს გადამდებლობაც შეიძლება ოქსფორდის ვაქცინამ შეამციროს. ანუ, თუ ეს ორივე ექნება ვაქცინას, რომ ჩვენ პასიური გადამტანი არ ვიქნებით და სიკვდილობას გამინულებს, ეს მაშინ იქნება სერიოზული გარდატეხა და იმედის ნაპერწკალი, რომ ჩვენ შემოდგომიდან ნორმალურ ცხოვრებას შევძლებთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
