ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ლიმიტები გაიზარდა - ეკატერინე ტიკარაძე
ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შემაჯამებელ ანგარიშში განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები გასულ 2021 წელს მეტად გაძლიერდა.
მათ შორის, დაემატა სიმსივნის სამკურნალო პრეპარატების ანაზღაურების თანხა და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე.
ეკატერინე ტიკარაძემ დარგის ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ანგარიში დღეს სასტუმრო "ბილტმორში" გააცნო.
„გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის) ლიმიტები 8000 ლარით. ამასთან, პროგრამას დაემატა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც მაღალი ღირებულების გამო მძიმე ტვირთად აწვა პაციენტებს. შედეგად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა თარგეტულ მედიკამენტებზე. ონკოლოგიური პაციენტები წლიური ლიმიტის ფარგლებში პროგრამულ მომსახურებას იღებენ უფასოდ, თანაგადახდის გარეშე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
