ესპანეთში ბუსტერებით ყველა ზრდასრულს აცრიან
ესპანეთი კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ფასებს შეზღუდავს და "ბუსტერული" COVID-ვაქცინაციის პროგრამას 18 წელს გადაცილებული ყველა მსურველისთვის აფართოებს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა განაცხადა, რომ კოვიდ-ვაქცინის ბოლო დოზის მიღებასა და რევაქცინაციას შორის ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთამდე შემცირდება.
დეკემბერში პერიოდულად ანტიგენის ტესტების დეფიციტი შეინიშნებოდა, რადგან "ომიკრონის" გავრცელების გამო მათზე მოთხოვნა უცებ გაიზარდა.
მინისტრმა დასძინა, რომ ამ შაბათიდან ანტიგენის ტესტების ფასი მაქსიმუმ 2,94 ევრო იქნება.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
