ნუში თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ნუშის სამკურნალო თვისებები დიდი ხანია, სათანადოდაა დაფასებული.
30 გრამ ნუშში ზუსტად იმდენი ცილაა, რამდენიც 30 გრამ ხორცში. ნუში შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: კალციუმს, მაგნიუმს, მარგანეცსა და ფოსფორს, ასევე ფერმენტებს, რომელიც კუჭ-ნაწლავს ფუნქციონირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ნუშში B და E ვიტამინებიც შედის. მედიცინაში უმთავრესად მის მწარე ჯიშებს იყენებენ, რომლებიც ცხიმოვანი მჟავების, ცილებისა და შაქრის გარდა ამიგდალინის გლიკოზიდსაც შეიცავს. სწორედ ის ანიჭებს ნუშს მომწარო გემოს და ძალზე ტოქსიკურიც არის. წინასწარი დამუშავების გარეშე მწარე ნუშის ჭამა არ შეიძლება.
განსაკუთრებით ძვირფასი პროდუქტია ნუშის ზეთი, რომელიც მრავალმხრივ გამოიყენება. ნუშის ზეთს ორი სახეობის – ტკბილი და მწარე – ნუშისგან ხდიან. ის სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, უსუნო სითხეა.
ნუში მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას, გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ის არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისთვის. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან. აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს.
რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.
ნუში კვებავს სისხლის უჯრედებს და ასევე, წმენდს მას. სახალხო მედიცინაში ნუში გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ. ის ყველა ორგანოს ასუფთავებს და კენჭების ან მარილების წარმოქმნას უშლის ხელს. ასევე, ის აძლიერებს ტვინს, გიუმჯობესებთ მხედველობას, მკერდსა და ყელს კიბოსგან იცავს.
ნუში გამოიყენება ასთმისა და პლევრიტის პრევენციისთვის. ეს მცენარე კუჭისა და შარდის ბუშტის წყლულისგან გაგათავისუფლებთ.
ნუშში შემავალი მაგნეზიუმი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. ნუში ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, რომელსაც სტრესის საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებს. მათი დიდი რაოდენობა ნუშის ნაყოფის თხელ ყავისფერ გარსშია, ამიტომ, გარსგაცლილი, თეთრი ან მოხალული ნუში საკვებად ნაკლებად ღირებულია.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი