5 რჩევა უძილობის გამომწვევი მიზეზების დასამარცხებლად
ერთი ცხვარი, ორი ცხავირი, სამი ცხვარი… ცხვრების დათვლა თუ კი ოდესმე ნამდვილად შველოდა ძილის პრობლემებს არ ვიცით, თუმცა ეს მეთოდი რომ ინსომნიის დროს არაეფექტურია, ამას დანამდვილებით მოგახსენებთ.
უძილობა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელმაც არ იცის არც ასაკი, არც სქესი და მათ შორის არც პროფესია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველას ვისაც უჭირს დაძინება არ აქვს ინსომნია.
პირველ ყოვლისა, ძილი გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ამ დროს ხდება ჩვენი მეხსიერების კონსოლიდაცია. მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ორგანიზმს ავსებს ენერგიითა და უზრუნველყოფს მის პროდუქტიულობას. რა თქმა უნდა, უძილობა სწორედ ამ ყველაფერს აყენებს რისკის ქვეშ და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ.
ინსომნია ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს ეწოდება, რაც შეიძლება გამოიხატოს ნორმალურად დაძინების ქრონიკულ უუნარობაში, ჩაძინების სირთულესა და ხშირ გაღვიძებაში. მისი გამომწვევი მიზეზების რიცხვი საკმაოდ დიდია, უძილობის მიზეზი შესაძლოა გახდეს სტრესი, დეპრესია, ქრონიკული ტკივილი, სუნთქვის პრობლემები და მრავალი სხვა.
ინსომნიის დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
1. მოაწესრიგეთ ძილის რეჟიმი, ნაცვლად სხვადასხვა დროს, არეულად დაძინებისა შეიმუშავეთ საკუთარი განრიგი, ყური დაუგდეთ თქვენს ბიოლოგიურ საათს, ის ბევრ მინიშნებას მოგცემთ.
2. უარი თქვით კოფეინის შემცველ სასმელებსა და საკვებზე, აგრეთვე მოერიდეთ ძილის წინ ჭამას, რადგან ეს ორგანიზმს აიძულებს ენერგია საკვების გადამუშავებაზე მიმართოს, ნაცვლად დაძინებისა.
3. გამორთეთ ციფრული მოწყობილობები, ნათების სპექტრის გამო, მობილური ტელეფონები, ლეპტოპები თუ ტელევიზორები აუცილებლად შეგიშლიან ხელს დაძინებაში.
4. დაძინებამდე ღრმად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, დაეხმარეთ თქვენს ტვინს ჟანგბადის მიწოდებაში, სასურველია ასევე თბილი შხაპის მიღება და ფინჯანი თბილი რძის ანდაც მწვანე ჩაის დალევა.
5. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტები თვითნებურად ან ვინმეს რჩევით. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და სწორედ ასეთივე მკურნალობას საჭიროებს, თუ ხვდებით, რომ ინსომნია სერიოზულ პრობლემებს იწვევს, აჯობებს სპეციალისტს მიმართოთ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში