როგორ გვაზიანებს ხმაური
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მონაცემებით 12-დან 35 წლამდე ასაკის მილიარდზე მეტ ადამიანს მომავალში სმენის დაკარგვა ემუქრება და ეს მხოლოდ ყურსასმენებში ხმამაღალი მუსიკისა და კონცერტებზე არსებული ძლიერი ხმაურის გამო.
ხმაურის დასაშვები დონე 85 დეციბელია (ეს მაგალითად, ყვირილია). ასეთი ზემოქმედების ქვეშ 8 საათზე მეტხანს ყოფნა ჯანმრთელობისათვის საზიანოა. კონცერტებზე, ჩვეულებრივ, უფრო ძლიერი ხმაურია, დაახლოებით 100 დეციბელი. ასეთი ხმაური ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მხოლოდ 15 წუთის განმავლობაშია.
ხმაურიან გარემოში რეგულარულად და ხანგრძლივად ყოფნა აზიანებს სენსორულ უჯრედებს და სმენის შეუქცევად დაკარგვას იწვევს.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
