"კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელია" - მარინა ეზუგბაია
კორპუსის კარანტინში მოქცევა წარმოუდგენელი რამეა, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩაღრმავებული კვლევა ტარდება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახალ ინფიცირებულებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ეზუგბაიას თქმით კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა სიახლე არ უნდა იყოს და ამაში გასაკვირი არაფერია.
"ამაზე ვერაფერს ვიტყვი, კვლევა გრძელდება. კონტაქტების მოძიების და კვლევის პროცესი ახალი არ არის. განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა - ხდება ის, რომ არსებული შემთხვევის ყველა კონტაქტის ძიება მიმდინარეობს. ეს არის ჩვეულებრივი, კანონზომიერი პროცესი და ნუ მისცემთ მას რაღაც განსაკუთრებულ სახეს. წარმოუდგენელია ვთქვათ, რომ კორპუსი კარანტინში მოექცა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
