როგორ მივხვდეთ რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს
ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.
ჩამოთვლილი პრობლემები სიმპტომთა სრული ჩამონათვალი როდია.
• უძილობის მიზეზი ხშირად B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობაა;
• გამონაყარი და წითელი ფერის ლაქები სახეზე A ვიტამინისა და ასევე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს;
• B2, B3, B6 და H ვიტამინების ნაკლებობა ხელს უწყობს დერმატიტების განვითარებას;
• თუ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, შესაძლოა ორგანიზმში K, C და D ვიტამინების ნაკლებობა გქონდეთ;
• ქერტლი უხშირესად მას უჩნდება, ვისაც B12, B6, F ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი აქვს;
• თმის ცვენა ხშირად დაკავშირებულია C, H, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობასთან;
• თუ ტრავმის შედეგად განვითარებული სილურჯეები ხანგრძლივად ნარჩუნდება და არ გადის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი სათანადო რაოდენობით არ იღებს C და P (რუტინს) ვიტამინებს;
• ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა განპირობებული იყოს C, K და P ვიტამინების ნაკლებობით;
• პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი კი ზოგჯერ B3 ვიტამინის დეფიციტია.
ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, იკვებეთ სწორად და ჯანსაღად!
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
