ალუჩა – რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს და ვისთვის არ შეიძლება მისი მირთმევა
ალუჩა უკვე კარგად შემოვიდა და ბავშვების დიდი ნაწილი აქტიურად შეექცევა.
ეს მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე უამრავ ვიტამინს შეიცავს და ბევრისთვის საყვარელი და სასარგებლო ხილია, თიმცა გამრავლების სირთულის გამო გადაშენების გზაზეა.
ალუჩა შეიცავს 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1,5% პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს. ალუჩა კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს. კარგი საშუალებაა პროსტატიტის სამკურნალოდ. კალორიულობა - 34 კილოკალორია, კვებითი ღირებულება - ცილა - 0,2 გ, ცხიმები - 0,1 გ, ნახშირწყლები -7,9 გ.
ალუჩა, მისი სასარგებლო თვისებების გამო, კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებელის სახით. ასევე ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს. წყალგარეული და კამფორის ხის ნაყოფთან გარეული, იარების მოსაშუშებელი კარგი საშუალებაა.
ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონში. რაც შეეხება ბავშვებს, ზომიერად მისი მირთმევა წლამდე ბავშვისთვისაც კი შეიძლება.
ალუჩას უკუჩვენებაც აქვს - იმის გამო, რომ ბევრ ორგანულ მჟავას შეიცავს, არ არის რეკომენდებული გასტრიტით დაავადებული, კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
