ჩინეთი პირობას იძლევა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება

ჩინეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შექმნისა და გამოცდის შემდეგ, ხელმისაწვდომი გახადოს მთელი მსოფლიოსთვის.

ამის შესახებ განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნიკის მინისტრმა

.

"შემდგომ ეტაპზე, როდესაც ჩინეთის ვაქცინა შემუშავებისა და კლინიკური გამოცდის გავლის შემდეგ მზად იქნება, ჩვენ შევასრულებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ანსამბლეის 73-ე სესიაზე განაცხადა."  



მინისტრის თქმით, ჩინეთის მეცნიერები მუშაობენ მინიმუმ ხუთ ვაქცინაზე. ზოგიერთი მათგანი უკვე გამოცდის ეტაპს გადის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნისას პტრიორიტეტი უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხელმისაწვდომობას ენიჭება. ასევე მსოფლიომ უნდა გააძლიეროს ვაქცინის შემუშავების საკითხში თანამშრომლობა შემდგომ სტადიებზედაც.

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მუშავდება რამოდენიმე ქვეყანაში. ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის ჩატარებაზე ნებართვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში გასცა. ა.შ.შ-ში აპრილში დაიწყო პირველად, ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა. 

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 642 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 07 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.