"დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს" - პაატა იმნაძე
ის, რომ თითო-თითო შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რისკების სამართავად მობილიზება და რეკომენდაციების დაცვაა საჭირო.
,,სამწუხაროდ, კორონა არსად გამქრალა, ჩვენს გვერდით არის ისევ, ვხედავთ რა ხდება მეზობელ სახელმწიფოებში. უნდა ვიყოთ ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
