მსოფლიოს მოსახლეობის 41%, შეიძლება, კოვიდის უსიმპტომო მატარებელი იყოს
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 41% COVID-19-ის ასიმპტომური მატარებელი შეიძლება იყოს, მაგრამ მათგან რამდენ პროცენტს შეუძლია ვირუსის გავრცელება, ჯერ უცნობია. - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს გადაუდებელ დაავადებათა განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვმა გაავრცელა.
”ზოგიერთი შეფასებით, ვირუსის ასიმპტომური მატარებელი მოსახლეობის დაახლოებით 6% -დან 41% -მდე შეიძლება იყოს. საშუალო შეფასებით მათი რაოდენობა, დაახლოებით 16 პროცენტია. ჩვენ ვიცით, რომ ასიმპტომურ და სიმპტომების მქონე ადამიანებს ვირუსის გადაცემა შეუძლიათ. ზუსტი პასუხის მისაღებად საჭიროა ვიცოდეთ, სიმპტომები რა რაოდენობის ინფიცირებულს არ აღენიშნებოდა”,- განაცხადა კერხოვმა ჟენევაში გამართულ ონლაინ სემინარზე.
ექსპერტმა კერხოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ WHO– ს COVID-19-ის ასიმპტომური მატარებლების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ აქვს.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
