"გთხოვთ ყველას, თუ გექნებათ რესპირატორული სიმპტომებიდან რომელიმე, ან ტემპერატურის მატება, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას" - გამყრელიძე
გთხოვთ ყველას, თუ გექნებათ რესპირატორული სიმპტომებიდან რომელიმე, ან ტემპერატურის მატება, მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ჩაგიტარდებათ PCR-ტესტირება, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ოთხი ახალი შემთხვევის წყარო ვერ დგინდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი ქვეყანაში ცირკულირებს.
"70 000 შესაძლო შემთხვევიდან, გვაქვს 828 დადასტურებული. გამოჯანმრთელების პროცენტი საკმაოდ მაღალია და ეს არის 84%. იცით, რომ დღეს გვაქვს 6 ახალი შემთხვევა, საიდანაც ხუთმა შემთხვევამ შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ ხუთიდან 1 უკვე დადგინდა და მიმდინარეობს დანარჩენი 4-ის კონტაქტების ძიება. რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ეს არის ნიშანი, რომ ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ შევქმნით ილუზიას, რომ ჩვენ COVID-19 უკვე დავამარცხეთ. პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, რომლის ნაწილი საქართველოც არის. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ რთული სათქმელია, როდის და რა ფორმით იჩენს ის თავს. გთხოვთ, COVID-ის შესაძლო შემთხვევად ჩავთვალოთ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, ვისაც კი ექნება მომატებული ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. საჭიროა ყველა ასეთი სიმპტომის მქონე ადამიანის ლაბორატორიულად გამოკვლევა PCR ტესტებით. აუცილებლად მიმართეთ ლაბორატორიებს და თქვენ 24 საათში გექნებათ პასუხი, შემდეგ წახვალთ სახლში და თუ დადებითი პასუხი გექნებათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოთავსდებით კლინიკაში. ასეთი კვლევები აუცილებელია, რომ არ გაგვეპაროს ვირუსი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში