"თეგეტა მოტორსში" თანამშრომლების PCR კვლევის პასუხებს ელოდებიან
"თეგეტა მოტორსში", სადაც თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის პასუხებს ელოდებიან.
ინფიცირებული ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთია და მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. პაციენტი ე.წ საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება.
როგორცკომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალი იურისტის პოზიციაზე, ცენტრალურ ოფისში მუშაობდა და მას კლიენტებთან კონტაქტი არ ჰქონდა.
კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თორნიკე გურულის ცნობით, სიმპტომბის გამოვლენის შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ასევე, თვითიზოლაციაში იმყოფებიან მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლებიც. მათ კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო PCR კვლევის პასუხს ხვალ ელოდებიან.
"თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც მუშაობდა ცენტრალლურ ოფისში, ეწეოდა საოფისე საქმიანობას და არანაირი შეხება არ ჰქონდა კლიენტებთან, COVID-19 დაუდასტურდა. ის ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ყველა თანამშრომელს, რომელსაც 7 დღით ადრე ჰქონდა მასთან რაიმე ტიპის კონტაქტი, ჩაუტარდა ტესტირება. ისინი 2 კვირით იმყოფებიან თვითიზოლაციაში, რადგან 2 კვირა არის დაკვირვების ვადა და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი მონაცემი" - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თორნიკე გურულმა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
