"შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
შეზღუდვების მოხსნის შედეგების პირველ ნიშნებს სწორედ ახლა ვხედავთ, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.
მისი თქმით კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კონტაქტები ფართო არ არის თუმცა პრობლემა იმაშია თუ საიდან გაჩნდა ეს შემთხვევები.
„ბევრი შეზღუდვა გავიარეთ პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, არანაირი ცვლილება ამას არ გამოუწვევია, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება ის ნიშნები, რომელიც თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ბუნებრივია, შეზღუდვები დაწესდა იმისთვის, რომ არ გვქონოდა ვირუსის სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
