რატომ არის რთული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა
როგორც მეცნიერები ამბობენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო "ნორმალური" ვაქცინის შესაქმნელად საჭიროა წელიწადნახევარი-ორი წელი, ამასთან, მოსალოდნელია დაავადების მეორე ტალღა.
ნებისმიერი ეპიდემია, განსაკუთრებით პანდემია, გრძელდება 1-დან 3 წლამდე. ამასთან მეცნიერების აზრით, ამჟამად ვაქცინაციაზე მეტად მოსახლეობის ბუნებრივი იმუნიტეტის იმედი უნდა გვქონდეს. მეცნიერები გვირჩევენ ვიტამინი D3, ომეგა-3 და ცინკის ნაერთების მომარაგებას, რადგანაც აღნიშნული საშუალებები იმუნიტეტზე მოქმედებენ.
ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას და შესაძლებელია მისი უფრო აგრესიული ფორმების გამოჩენაც. კერძოდ, მუტაცია ხდება არა რნმ ვირუსში, არამედ მის ცილოვან რეცეპტორში. როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ ვაქცინას ცილოვანი რეცეპტორის მიხედვით შექმნიან, მისი ცვლილების შემთხვევაში, პრეპარატი აღარ იქნება ეფექტური. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში დაახლოებით 35 შესაძლო ვაქცინის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ამჟამად, სპეციალისტები განიხილავენ რნმ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესაძლებლობას, რათა მან იმოქმედებს კორონავირუსის საფუძველზე. ამასთან ეს პროცესი საშუალოდ არანაკლებ 1 წლის ვადას მოითხოვს და საჭიროებს კვლევისა და გამოცდის მრავალ სტადიას.
ამდენად, ადამიანები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის. ამისათვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.
სიახლეები
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
- ,,გრიპი კვლავ დომინანტურია, ველოდებით, რომ იანვრის მესამე-მეოთხე კვირას უნდა იყოს გავრცელების პიკი" – ივანე ჩხაიძე
- სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ
- ,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად"- გიორგი ვოლსკი
- მასშტაბური აქციები ამერიკაში – მოქალაქეები ტრამპის საიმიგრაციო ზომებს აპროტესტებენ
