კორონავირუსის კლიმატური რუკა - რომელ ზონაშია საქართველო
“მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მასშტაბური კვლევა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატი კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების სიჩქარეზე და რა პირობებში ხდება ეპიდემიის გაცრცელება ყველაზე სწრაფად.
კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, 50 მსხვილ ქალაქში ჩატარდა და მისი შედეგები ამერიკის სამდიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსის კლიმატური რუკა - რომელ ზონაშია საქართველო და სად იქნება ახალი “აფეთქებები”.
“ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილის” ცნობით, კვლევა იანვრიდან მარტის ჩათვლით ჩატარდა, რისთვისაც მიზანმიმართულად შეირჩა 8 ისეთი ქალაქი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენომა ყველაზე მაღალი იყო - მილანი (იტალია), უხანი (ჩინეთი), ტეგუ (სამხრეთ კორეა), ტოკიო (იაპონია), ყუმი (ირანი), პარიზი (საფრანგეთი), სიეტლი (აშშ) და მადრიდი (ესპანეთი) - და 42 ისეთი ქალაქი, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა. კვლევისას დადგინდა, რომ ის ქალაქები, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის ტემპები ყველაზე მაღალია, ჩრდილოეთ განედის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს. გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ ეპიდემიის ყველაზე სწრაფი ზრდა ამ ქალაქებში მაშინ იყო, როდესაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა +5-დან +10 გრადუსამდე მერყეობდა და ტენიანობა კი 44-84% იყო. ამ და მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა შეადგინეს რუკა, სადაც აღნიშნულია, თუ რომელ რეგიონში როგორი კლიმატური პირობებია ეპიდემიის გავრცელებისათვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო, რომლის ტერიტორიაც სწორედ ჩრდილოეთ განედის 30-ე და 50-ე გრადუსებს შორის მდებარეობს, ყველაზე საშიშ ზონაში მოხვდა. მკვლევართა ოფიციალური დასკვნის თანახმად, რისკის ქვეშ აღმოჩნდა შემდეგი რეგიონები: ცენტრალური აზია, კავკასია, ევროპის ნაწილი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის სამხრეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილები, ასევე კანადის როვინცია ბრიტანული კოლუმბია. კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერილენდის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, მოჰამედ საჯადიმ განმარტა, რომ ეს რუკა და შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს იმის წინასწარ განსაზღვრაში დაეხმარება, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი ეპიდემიის ახალი “აფეთქება”, - დასძენს გამოცემა.
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი