„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში 6 საეჭვო პაციენტს იკვლევენ
„კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში 6 საეჭვო პაციენტს იკვლევენ.
პაციენტებიდან სამი აფხაზეთის მკვიდრია, მათ შორის ერთი 34 კვირის ორსული ქალბატონია, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებდა.
კვლევაზე მყოფი დარჩენილი სამი პაციენტი იმერეთის რეგიონის მკვიდრები არიან. მათ ცხელების ცენტრს საკუთარი სურვილით, ტემპერატურული რეაქციით მიმართეს. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის ისტორია არც ერთ მათგანს აქვს.
საეჭვო პაციენტების ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ამ დროისათვის „კლინიკა ბომონდი“-ს ცხელების ცენტრში გამოკვლეული 300-ზე მეტი პირიდან კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
