რა კავშირია კორონავირუსულ ინფექციასა და დიაბეტს შორის
ლონდონის სამეფო კოლეჯსა და მელბურნის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ კორონავირუსით დანსნებოვნებულ ადამიანებში დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში.
თუ ადამიანს დადგენილი აქვს დიაბეტის განვითარების ადრეული სტადია, მას შეიძლება განუვითარდეს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სერიოზული გართულებები. ამასთან ერთად, დიაბეტის არსებობა ხშირად იწვევს კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის გართულებას. სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა 20-30%-ს აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი.
ჯერჯერობით, მეცნიერებმა ვერ დაადგინეს როგორ ართულებს COVID-19 დიაბეტის მიმდინარეობას. მაგრამ ცნობილია, რომ სხეულში შესაღწევად ვირუსი იყენებს ACE-2 რეცეპტორს. აღნიშნული რეცეპტორები არის კუჭუკანა ჯირკვლის, წვრილი ნაწლავის, ცხიმოვანი ქსოვილის, ღვიძლისა და თირკმელების უჯრედებზე. როგორც ჩანს უჯრედის შიგნით აღმოჩენისას, ვირუსი იწვევს ფართო სპექტრის მეტაბოლურ დარღვევებს.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
