მესტიაში 18 სასტუმრო საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა
მესტიის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება განახორციელა.
უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურვილიდან გამომდინარე ტურისტების გადაყვანა უკვე დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტთან ახლოს მდებარე რეგიონებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს 100-ზე მეტ განთავსების ობიექტთან სტუმრების რაოდენობის დასადგენად. ადმინისტრაციის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტრანსპორტი მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარებას გაუწევენ იმ მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფება სვანეთში. ადგილზე მობილიზებულია ყველა უწყება, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დამსვენებლებმა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნულია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასტუმროებთან მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ჯანდაცვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და მეპატრონეთა თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება საკარანტინო სივრცეების პროგრამაში ჩაერთონ.
„მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ტურისტების საკარანტინო ზონებში გადასაყვანად მესტიაში უკვე იდენტიფიცირებულია 18 სასტუმრო, რომელიც საკარანტინო სივრცისთვის სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს და გავლილი აქვს ინსპექტირება. მიმდინარეობს კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან საკარანტინო ზონების მოსაწყობად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც შეიძლება საკარანტინო სივრცე მოეწყოს, ან მათ გადაიყვანენ სხვა რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეში. მოვუწოდებთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მყოფ მოქალაქეებს, შიდა ტურისტებს დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144-ს, რომ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში" - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
სიახლეები
- " გვსურს, რომ სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ – დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით"- ბუდუ ზივზივაძე
- "პერსონალური თავდასხმები ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს"- გიორგი კალანდარიშვილი
- "ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას" - ნათია მეზვრიშვილი
- "საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრების მიზანია, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ" - გიორგი ვოლსკი
- " ვფიქრობთ, იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი წარიმართება დადებითად" - ირაკლი კობახიძე