"ყალიბდება ახალი კლასტერი" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევის დადასტურება, ახალი კლასტერის ჩამოყალიბებას ნიშნავს.
მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტების მოკვლევა.
„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჩვენი ჯგუფი, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგშია ადგილზე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი
