ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - ყველას წყარო ცნობილია
კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული შემთხვევებიდან 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
"დაგვემატა 14 ახალი შემთხვევა და სულ 1278 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ ახალი შემთხვევებიდან ერთი არის გაჩიანის წყარო, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და ერთი არის შემოტანილი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ოთხი და გახდა 1058.
203 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში, ამ 203 პაციენტიდან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო მძიმეთა სიაში არის 16 პაციენტი."- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მათთან 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
"ჩვენს კლინიკაში დაგვემატა 6 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ერთი და ახლა გვყავს 38 პაციენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვყავს სამი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყაზბეგის პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, ჩვენთან შემოყვანილი სამივე შემთხვევაში პაციენტების დაინფიცირების წყარო ცნობილია"- აღნიშნა ეზუგბაიამ.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა