"არ გვინდა რა 300 კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები"- გამყრელიძე
"არ გვინდა რა, ჯერჯერობით, 300 და 500 კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები,"- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა განაცხადა.
"უნდა იყოს ყველაფერი მოკრძალებული, სანამ პანდემია არის და პანდემია, ჯერჯერობით, არის. ყოველდღიურად მსოფლიოში არის მატება ახალი შემთხვევების. 250 000-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ მთლიანად მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, ამიტომ საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოვუწოდებ კიდევ ერთხელ მოსახლეობას, რომ დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა