November 15, 2024

საჭიროა თუ არა შეზღუდვების გამკაცრება აჭარაში - რას ფიქრობენ სპეციალისტები

“კორონავირუსით ინფიცირებულთა 60% აჭარაზე მოდის.

რეგიონში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მოძრაობს. სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა აჭარა ვირუსის გავრცელების კერად რჩება. ამ ფონზე ისმის ხმები ზომების გამკაცრების მოთხოვნით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ნეგატიურად და ზოგჯერ პროტესტითაც ხვდება” - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საჭიროა თუ არა შეზღუდვების გამკაცრება აჭარაში - რას ფიქრობენ სპეციალისტები

 

“აჭარაში შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, შესვლა - გამოსვლა უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ კარანტინის გამოცხადება საჭირო არ არის," - ასე გამოეხმაურა "რეზონანსთან" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ბათუმში შეზღუდვების გააქტიურება არ უნდა დაგვიანდეს. ინფექციონისტის თქმით, კორონავირუსის დასასტაბილურებლად რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. კარანტინის გამოცხადება აჭარაში ამ ეტაპზე არ არის საჭირო. შეზღედვები უნდა გამკაცრდეს, საზოგადოების, მოქალაქეების ქცევაც შესაბამისი უნდა იყოს. საჭიროა დაიცვან რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები იძლევიან, რადგან სხვანაირად ამ პანდემიას ვერ დავამარცხებთ და ვერ შევძლებთ სიტუაცია დავასტაბილუროთ. კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველაფერი. სახელმწიფომ ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და საზოგადოებისაგნ მზაობა უნდა იყოს რეკომენდაციების დაცვის, რასაც სპეციალისტები გასცემენ. კარანტინის გამოცხადება ამ წუთითვის არ არის საჭირო. მაგრამ უნდა გაკონტროლდეს შესვლა-გამოსვლა. თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს. რეგიონის ჩაკეტვისგან თავს შევიკავებდი," - განაცხადა გოგინავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების გამო ბათუმში რეჟიმის გამკაცრება არ უნდა დაგვიანდეს. ამბობს, რომ მიუხედავად ვირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკისა, ბათუმიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ადამიანების მობილობა არ წყდება, რაც სხვა ქალაქებშიც ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნის. ქვეყანაში არსებული სიტუაცია დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. მაშინებს, რომ არ მივიდეთ იმ ზომამდე, როცა სამედიცინო სისტემის ჩამოშლის საშიშროების წინაშე დავდგებით თუნდაც ბათუმის პირობებში. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ამის რისკი ნაკლებად გვემუქრება. ჩვენ ვხედავთ, როგორი დისპროპორციულია შემთხვევების განაწილება. მე მაინც მგონია, რომ ამ შეზღუდვების გააქტიურება განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში ალბათ არ უნდა დაგვიანდეს, დროულად უნდა იყოს მიღებული, თუნდაც, კარანტინის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ყოველდღიურად შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მზარდია, ეს ადამიანები მობილობას აგრძელებენ, ისინი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან, ამიტომ ძალიან დიდი შანსია და რისკი, რომ საქართველოს დანარჩენ ნაწილში, შიდასაზოგადოებრივი გავრცელების მასშტაბებს ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტმა. ვფიქრობ, მთავრობამ არ უნდა დააყოვნოს ძალიან და ალბათ სჯობს, გამკაცრდეს, კონტროლზე ავიყვანოთ სიტუაცია," - განაცხადა კულუმგებოვმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 456 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.